ანონსები
20 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტი მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის საერთაშორისო ფესტივალი 2016 - ის ფარგლებში, უმასპინძლებს სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას თემაზე: „სამართალი თანამედროვე გამოწვევების წინაშე - თეორია და პრაქტიკა“.
მოხსენებები მოიცავს, როგორც კერძო, ასევე საჯარო და სისხლის სამართლის დარგებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოხსენებები სტატიების სახით დაიბეჭდება საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში - "Caucasus Journal of Social Sciences."
თარიღი: 20.09.2016
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 10:00 სთ